logo_geo
eng_logo
„შაბათის კურიერის“ ანონსის გასვლის შემდეგ მეუფე იაკობი განცხადებას ავრცელებს
- +

22 სექტემბერი. 2018. 18:09

 

„შაბათის კურიერის“ გასვლის შემდეგ მეუფე იაკობი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„ჩვენი ერის ისტორიაში ბევრჯერ ყოფილა ეკლესიის და სახელმწიფოს დაპირისპირების მცდელობა.

 

ახლაც არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ, ეკლესია გამოიყენონ სახელმწიფოს წინააღმდეგ.

 

ეკლესიის კარი ღიაა ეკლესიის შვილებისთვის. ეკლესია და სამღვდელოება, ყოველთვის ეცდება თავისი სამწყსო დაიცვას შეცდომებისგან.

 

მე რამდენიმე ინტერვიუ მივეცი სხვადასხვა ტელეარხს. ორი მათგანი, რომელიც ჩაწერა „რუსთავი 2“-მა და „TV-პირველმა“, როგორც ანონსებიდან ვიხილე, დღეს გავა ეთერში. ინტერვიუს სულისკვეთება სრულად არის აცდენილი დაანონსებული გადაცემისაგან.

 

თემების მგძნობიარობიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ ჩემი სათქმელი შეულამაზებლად და დაუმახინჯებლად უნდა მივიდეს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესთან. ამის გამო, გთავაზობთ ინტერვიუების სრულ ვერსიებს, როგორც „რუსთავი 2“-თან, ასევე „TV- პირველთან“.

 

დარწმუნებული ვარ, ეკლესია და სახელმწიფო ეხლაც ღირსეულად, ერთმანეთის მოსმენით და ქრისტეს შეგონებით, აირჩევენ სწორ გზას. ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი“, -აღნიშნულია მეუფის განცხადებაში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner