logo_geo
eng_logo
„მცირეწლოვან ბავშვებს და მთელ ოჯახს გავუნადგურებ“ – თავის აფეთქებიდან ოჯახის ამოწყვეტის მუქარამდე
- +

11 ოქტომბერი. 2018. 01:08

 

 

ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი მკვლელობების სერიით იმუქრება.

 

საკუთარ Facebook-გვერდზე მალხაზ მაჩალიკაშვილი (იგივე ვაკჰ ტერლოევი) სისტემატურად აქვეყნებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილის ფოტოს და მას, თავისი შვილის, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლ ტერორისტებთან აქტიურ ურთიერთობაში მყოფი, ასევე ტერორიზმში ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციას აბრალებს.

 

მალხაზ მაჩალიკაშვილი ადრეც დაემუქრა ქართულ სახელმწიფოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ ტერაქტის მოწყობით და საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად თავის აფეთქებით, თუმცა შემდეგ აღნიშნული განცხადება საკუთარ მღელვარებას გადააბრალა და ტერაქტის მოწყობის სურვილი უარყო.

 

დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილი კვლავ მკვლელობების ჩადენით იმუქრება. მაჩალიკაშვილი სუს-ის უფროსის ყოფილ პირველ მოადგილეს იოსებ გოგაშვილს ოჯახის წევრების, მათ შორის მცირეწლოვანი შვილიშვილების მოკვლით ემუქრება.

 

მუქარის ტექსტს და იოსებ გოგაშვილის სურათს მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი შვილი ნათია მაჩალიკაშვილი სისტემატურად აქვეყნებენ სოციალურ ქსელში.

 

იოსებ გოგაშვილის ოჯახის ამოწყვეტის სურვილისა და გეგმის შესახებ მაჩალიკაშვილების ოჯახი ღიად წერს სოციალურ ქსელში და მხარდამჭერებს ჰპირდებიან, რომ ამის დრო მალე დადგება და გოგაშვილს და მის ოჯახს ამოწყვეტენ.

 

ღია ტერორისტულ მუქარაზე საქართველოს პროკურატურას გამოძიება ამ ეტაპზე ჯერ არ დაუწყია.

 

https://marshalpress.ge/archives/199250

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner