logo_geo
eng_logo
თანამსესხებელი ოჯახის წევრის გარდა სხვა პირი ვეღარ იქნება
- +

11 ოქტომბერი. 2018. 12:34

 

 

1 ნოემბრიდან პირი, რომლის თანამსესხებელი მისივე ოჯახის წევრი არ იქნება, სესხს ვეღარ აიღებს, - ამის შესახებ „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ“ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ დებულებაშია აღნიშნული.

 

დებულების თანახმად, რეგულაცია კომერციული ბანკებისთვის 1 ნოემბრიდან, ხოლო სესხის გამცემი სხვა სუბიექტებისთვის 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

 

აქვე აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის/თანამსესხებლის გადამხდელუნარიანობის ანალიზი ჩატარებული არ არის, პირი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის მიღებას ვერ შეძლებს, თუ მსესხებელს/თანამსესხებელს ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება არ ექნება.

 

„თუ მსესხებლის/თანამსესხებლის გადახდისუნარიანობის ანალიზი არ არის ჩატარებული სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ, უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის/კრედიტის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს/ თანამსესხებელს საკუთრებაში გააჩნია ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება და ამავდროულად სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული არ არის მსესხებლის/თანამსესხებლის ის ქონება, რომელიც გამოიყენება მის მიერ როგორც საცხოვრებელი. თანამსესხებელი აუცილებლად უნდა იყოს მსესხებლის საოჯახო მეურნეობის წევრი“, - აღნიშნულია დებულებაში.

 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დებულების სამუშაო ვერსია სებ-მა რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა და მისი ამოქმედება ყველა სესხის გამცემი სუბიექტისთვის 2019 წლის 1 იანვრიდან იგეგმებოდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner