logo_geo
eng_logo
მთავარ პროკურატურას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე ტაჯიკეთის და ბელარუსის დელეგაცია ეწვია
- +

11 ოქტომბერი. 2018. 19:26

 

 

საქართველოს მთავარ პროკურატურას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში საქართველოს გამოცდილების გაცნობის მიზნით, ტაჯიკეთის და ბელარუსის დელეგაცია ეწვია.

 

სამუშაო ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც ტაჯიკეთის იუსტიციის სამინისტროს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სამმართველოს ხელმძღვანელი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, ბელარუსის კანონმდებლობის და სამართლებრივი კვლევების ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე, მინსკის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ეუთოს ადგილობრივი ოფისების წარმომადგენლები შედიან, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები შეხვდნენ.

 

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მიღწეული შედეგები, არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, ზოგადი სტატისტიკური მონაცემები, პროკურორების სპეციალიზაცია და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით გატარებული ღონისძიებები განიხილეს და საქართველოს არასრულწლოვანთა ახალი მართლმსაჯულების კოდექსის შემუშავებასა და ამოქმედების გამოცდილებაზე გაამახვილეს ყურადღება. დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს და ურთიერთგამოცდილების გაცვლის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner