logo_geo
eng_logo
თბილისში „ქართული ღვინის ფესტივალი 2018" გაიხსნა
- +

13 ოქტომბერი. 2018. 12:41

 

 

„ქართული ღვინის ფესტივალი 2018" გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. როგორ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისში ღვინობისთვეს ღვინის ფესტივალის ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა.

 

„საქართველოში ღვინობისთვის ფარგლებში უკვე ტრადიციულად იმართება სხვადასხვა ზეიმი და ღონისძიება. თბილისშიც, მეიდანზე უკვე დამკვიდრდა ღვინის ფესტივალის ჩატარება. ჩვენ თავდაპირველად ღვინის დღე აღვნიშნეთ, შემდეგ ღვინის კვირეული ჩავატარეთ და ვნახეთ, რომ ამით ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში ჩავატაროთ წლევანდელი ღვინობისთვე, რომელიც რამდენიმე კვირას მოიცავს როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა მხარეში“, - განაცხადა მინისტრმა.

 

„ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ ონლაინმაღაზიისა და მედიაპორტალის allwine.ge-სა და „მეიდან ჯგუფის“ ორგანიზებით უკვე მეორედ იმართება. დიდ კომპანიებთან ერთად, წელს მცირე მარნებიც აქტიურად ჩაერთვნენ და ფესტივალზე საკუთარ პროდუქტს წარმოადგენენ.

 

„დღეს შარდენზე იმართება „ქართული ღვინის ფესტივალი 2018“. უკვე მეორე წელია ვატარებთ ამ ფესტივალს. შარშანდელისგან განსხვავებით წელს მცირე მარნებიც იღებენ მონაწილეობას. ჯამში დაახლოებით 50 კომპანიაა. ასევე წარმოდგენილია ქართული ჩურჩხელა, ჩირი, ქართული აქსესუარები, უნიკალური ყველი. მინდა ყველას მოვუწოდო, მობრძანდით ფესტივალზე, დააგემოვნეთ სხვადასხვა სახეობის ღვინო და ისიამოვნეთ.

 

სტუმრებს შევთავაზებთ მრავალფეროვან გასართობ ღონისძიებებსაც: ცეცხლოვან შოუს, იქნებიან მიმები, ოჩოფეხები, იქნება ფოლკლორი. ასე რომ, მობრძანდით თქვენს შვილებთან ერთად და დრო საუკეთესოდ გაატარეთ“, - განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა ანანო თავხელიძემ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner