logo_geo
eng_logo
უკრაინაში ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა
- +

13 ოქტომბერი. 2018. 16:38

 

 

12 სექტემბერს, უკრაინაში საქართველოს საელჩოში გაიმართა ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია.

 

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ. ღონისძიების ფარგლებში, პრეზენტაციები გამართეს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ თორნიკე სულაბერიძემ და „Georgian Industrial Holding“-ის დირექტორის მოადგილემ მიხეილ დიდებულიძემ. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, საუბარი შეეხო საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემოს, საინვესტიციო კლიმატის, ეკონომიკური მაჩვენებლების, აგრეთვე ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესაძლებლობებისა და უპირატესობების საკითხებს.

 

ღონისძიებას დაესწრნენ უკრაინის ბიზნესის, დიპლომატიური კორპუსისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები. ღონისძიების შემდეგ, საელჩოში გაიმართა ფურშეტი, რომლის დროსაც სტუმრებს შორის ურთიერთობა არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner