logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: აწი მეცოდინება, ნიკა გვარამიასა და „რუსთავი 2“-ის გული როგორ და რით უნდა მოვიგო
- +

15 ოქტომბერი. 2018. 16:49

 

 

„რუსთავი 2“-მა გუშინ სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და სუბელიანთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფებიან.

 

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

 

ჩანაწერში მირზა სუბელიანი რეჟისორ გოგა ხაინდრავასაც ახსენებს:

 

მირზა სუბელიანი: კაცურად გეტყვი რა, გოგა ხაინდრავას ვენაცვალე ყვ...ებში, კაცი ორჯერ მყავს ნანახი, სადაც გამოდის, კარგის მეტს არაფერს ლაპარაკობს.

 

გადაცემაში „კვირის აქცენტები“ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სუბელიანის აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

ნიკა გვარამია: გოგა ხაინდრავას ყვ...ები 100 000-ობით ქართველს ნამდვილად არ უნდა.

 

რეჟისორი გოგა ხაინდრავა „რეპორტიორთან“ საუბარში ნიკა გვარამიას აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა. 

 

„რუსთავი 2“-ს საერთოდ არ ვუყურებ და არც ფარულ ჩანაწერებს ვუსმენ, მაგრამ როგორც გავიგე, „რუსთავი 2“ ჩემი ანატომიური მონაცემებით დაინტერესებულა და აწი მეცოდინება, ნიკა გვარამიასა და „რუსთავი 2“-ის გული როგორ და რით უნდა მოვიგო“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner