logo_geo
eng_logo
დავით ხურცილავა: „ნაცმოძრაობას“ ვერასოდეს დავუჭერ მხარს!
- +

15 ოქტომბერი. 2018. 18:29

 

მსახიობი დავით ხურცილავა, რომელსაც მაყურებელი „ჯაპანას“ სახელით იცნობს, პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერია. ამ საკითხზე მან „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას ისაუბრა.

 

„ძალიან დაუდევრობა გვაქვს, შეგვიძლია მოღალატე ვუძახოთ ადამიანს, რომელსაც ვერაფერს ვერ დაუმტკიცებ. მე არ ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი მოღალატეა. რატომ ვუჭერ მას მხარს? ვერ ვხედავ უკეთეს კანდიდატს. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მე მათ ვერასდროს დავუჭერ მხარს.

 

რას მინდა გავუსვა ხაზი, ელემენტარულ რამეებზე მიდის ლაპარაკი, რომ სალომე ზურაბიშვილმა ქართული არ იცის. ზუსტად ვიცი ეს ამბავი, 6 წლის ყოფილა, ქართულად რომ დაუწყია ლაპარაკი და სკოლაში შესვლამდე ფრანგულიც კი არ იცოდა, ეს ინფორმაცია მაქვს კომპეტენტური წყაროებიდან. 100-წლიანი ემიგრანტები არიან, ჩვენ ყველა სწორი ქართულით ვლაპარაკობთ? თუნდაც დღევანდელი ტელევიზიები. ხაზგასმა იმაზეა, რომ ზურაბიშვილი ქართულად ვერ ლაპარაკობსო და იმაზე არ საუბრობენ, თუ რას ლაპარაკობს. ჩვენ ყველა ისეთი ქართულით ვსაუბრობთ, აკაკი შანიძე ალბათ საფლავში ტრიალებს“, - განაცხადა დავით ხურცილავამ.

 

მანვე ისაუბრა ნიკა გვარამიას „ფეისბუქ“-პოსტზეც, რომელშიც ზურაბიშვილის მხარდამჭერების შევიწროვებისკენ მოწოდებაზეა საუბარი, მსახიობის თქმით, ეს არის ფაშისტური განცხადება.

 

„ოპერატორს მინდა ვთხოვო, რომ ახლო ხედით მოვიდეს ჩემთან, რომ ნიკა გვარამიამ კარგად დამიმახსოვროს, აგერ ვარ“, – განაცხადა დავით ხურცილავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner