logo_geo
eng_logo
ჭადრაკსა და ნარდში ვეტერანთა შორის ტურნირი გაიმართა
- +

15 ოქტომბერი. 2018. 18:52

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ვერის პარკში, ჭადრაკის სასახლეში, ჭადრაკსა და ნარდში გაიმართა ტურნირი, რომელშიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა, ვეტერანებმა და მოხალისეებმა მიიღეს მონაწილეობა.

 

ტურნირი ჭადრაკში ხუთ ტურად, ოლიმპიური სისტემით წარიმართა. პირველი ადგილის მფლობელი გახდა ვეტერანი, ზურაბ დადიანი. მეორე ადგილზე გავიდა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, მალხაზ თოფურია. ხოლო მესამეზე- უწყების რეგიონული დეპარტამენტის თანამშრომელი, ნუგზარ ჭელიძე.

 

რაც შეეხება ტურნირს ნარდში, საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მურთაზ გაბიტაშვილი, მეორე ადგილი - ვეტერანი, ბადრი მანწკავა, ხოლო მესამე ადგილი - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი მალხაზ თოფურია.

 

გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები და მედლები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეებმა, ნიკოლოზ კვეზერელმა და მირონ ჩიგოგიძემ გადასცეს.

 

ვეტერანის დღე 2014 წლის 17 ოქტომბერს დაარსდა და წელს მეოთხედ აღინიშნება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner