logo_geo
eng_logo
თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მომავალი წლიდან რამდენიმე მიმართულება დაემატება
- +

16 ოქტომბერი. 2018. 12:17

 

თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მომავალი წლიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება დაემატება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განახლებული სამსახურის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ასევე, გაიზრდება ადამიანური რესურსი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და ტექნიკური აღჭურვილობა. 

 

აქვე, თბილისის მერმა მიმდინარე წლის განმავლობაში სამსახურის მუშაობის შედეგი შეაჯამა და მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

„ერთი წლის განმავლობაში გაცემულია 1200-მდე მითითება და დაჯარიმების 1000-მდე დადგენილება, რომელთა საერთო მოცულობაც 10 მილიონ ლარს აღემატება. წარმატებას ვუსურვებ მუნიციპალურ  ინსპექციას, დედაქალაქის მცხოვრებლებს და იმედს ვიტოვებ, რომ უფრო მეტად ვიზრუნებთ წესრიგზე და მუნიციპალური ქონების გაფრთხილებაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს სახელწოდება 1 ოქტომბრიდან, საკრებულოს დადგენილების შესაბამისად შეეცვალა და თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ეწოდა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner