logo_geo
eng_logo
„საქართველოს რკინიგზა“ მარნეულში მომხდარ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს
- +

16 ოქტომბერი. 2018. 13:55

 

„საქართველოს რკინიგზა“ მარნეულში მომხდარ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

 

„15 ოქტომბერს, საღამოს დაახლოებით, 21 საათსა და 25 წუთზე მარნეული-შულავერის გადასარბენზე მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა, რომელსაც თბილისიდან ერევნის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. საქართველოს რკინიგზა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს“, – აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

 

მარნეულში 30-წლამდე მამაკაცს მატარებელი დაეჯახა.

 

ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner