logo_geo
eng_logo
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
- +

17 ოქტომბერი. 2018. 15:54

 

17 ოქტომბერს, საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით,  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში საზეიმო მიღება გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ: საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროს, დავით სუჯაშვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, გენერალი გიორგი ყარყარაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ალექსი ბარბაქაძე, „საქართველოს გენერალთა კლუბის“ წევრები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში, სევერნიან შაპაზი, ორგანიზაციის წევრებთან ერთად, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ბონდო მაკარაძე,  თურქეთის თანამშრომლობისა და განვით. სააგენტოს (TIKA), გერმანული კომპანია „ოტობოკის“, თვალის კლინიკის „ლაიონსების“, ორგანიზაცია „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალის“,  ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მრჩეველთა საბჭოს წევრები, უწყების თანამშრომლები და ვეტერანები.

 

მოწვეულმა სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ბატონმა ვლადიმერ იმნაძემ, რომელმაც ვეტერანების სახელით მადლობა გადაუხადა პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებს ვეტერანებზე ზრუნვისათვის და მათ წინაშე დააყენა ის პრობლემები, რომლებიც საჭიროებენ ოპერატიულ გადაწყვეტას.

 

ვეტერანებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძე და შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვეს მათ წინაშე მდგარი პრობლემატური საკითხების მოგვარებაში.

 

ვეტერანების სახელით დამსწრეთ მიმართეს: გენერალ-მაირომა, გიორგი ყარყარაშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო ასოციაცია დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ თავმჯდომარემ, დოდო გუგეშაშვილმა და ომის ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია „პატრიოტის“ თავმჯდომარემ, ვახტანგ მაჭავარიანმა.

 

საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით 17 ოქტომბერს სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner