logo_geo
eng_logo
„თბილსერვის ჯგუფმა“ კანონდარღვევით გაკრული პლაკატების ჩამოხსნა დაიწყო
- +

17 ოქტომბერი. 2018. 20:05

 

 

„თბილსერვის ჯგუფმა“  დედაქალაქის მასშტაბით, კანონდარღვევით გაკრული საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა დაიწყო. აღნიშნული სამუშაოები პირველ ეტაპზე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მიმდინარეობს და თბილისის ათივე რაიონში განხორციელდება.  

 

დავგეგმეთ და ვახორციელებთ დედაქალაქის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების ჩამოხსნის ღონისძიებას. ეს ის ადგილები, სადაც საარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძალულია. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ღონისძიება დაახლოებით, ორი-სამი დღის  განმავლობაში დასრულდება“, - განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა ლევან ჯღარკავა.

 

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს, მთავრობის სხდომაზე „თბილსერვის ჯგუფს“ უკანონოდ  გაკრული პლაკატებისგან სხვადასხვა ლოკაციის გასუფთავება და მოწესრიგება დაავალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner