logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა სააკაშვილმა დაუკვეთა, ამაში ახალი არაფერია
- +

18 ოქტომბერი. 2018. 21:30

 

 

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეუკვეთა და ამ ინფორმაციაში ახალი არაფერი არის.

 

​ხაინდრავას თქმით, ეს საქმე წინასაარჩევნოდ კი არ “გაცოცხლდა” არამედ, ინგლისში დაიწყო ძიება და იქ მიხვდნენ, რომ საჭიროა გამოიკვლიონ, როგორ დაიღუპა 50 წლის სახსალამათი კაცი თავის სახლში, მაშინ, როდესაც საქართველოში იგეგმებოდა მისი მოწამვლა.

 

„ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის შესახებ 10 წელია ვსაუბრობ. გავაკეთე ფილმი, რომელიც ეფუძნება გაეროს განმარტებას რას ნიშნავს ტერორისტული სახელმწიფო და ხელისუფლება. ზუსტად გაეროს 11 პუნქტი მაქვს განხილული და მოყვანილი მაქვს მაგალითი, ერთ-ერთი იყოს პატარკაციშვილის საქმე. მისი მკვლელობა არის სახელმწიფო დანაშაული, რომელიც თავიდანვე ნათელი იყო. მიხეილ სააკაშვილმა შეუკვეთა პატარკაციშვილის მკვლელობა ირაკლი ოქრუაშვილს. ამის შესახებ ოქრუაშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა. ეს ადამიანი იყო თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი და ყველაზე გავლენიანი პირი. შესაძლოა სააკაშვილზე მეტად გავლენიანიც კი იმ კარზე. ამის შესახებ არაერთხელ მქონდა საუბარი ოქრუაშვილთან.  ის უნდა მოეკლათ როგორ რაფიკ ჰარირი, ალბანის პრემიერი, რომელიც ავტომობილში ააფეთქეს”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner