logo_geo
eng_logo
გერმანიაში ქართველ მენეჯერთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გაგრძელდება
- +

19 ოქტომბერი. 2018. 20:27

 

 

გერმანიაში ქართველ მენეჯერთა კვალიფიკაციის ამაღლების სატრენინგო პროგრამა გაგრძელდება. შესაბამის განზრახვათა ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოეწერა გერმანიაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის ვიზიტისას.

 

„ქართველ მენეჯერთა  კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგთან დაკავშირებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ განზრახვის ერთობლივი დეკლარაციას“ ასევე ხელი მოაწერა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა ტომას ბარაისმა.

 

პროგრამის მიზანია კერძო სექტორის შესაძლებლობების განვითარება და ექსპორტის ხელშეწყობა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. აღნიშნული კურსი ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში ვაჭრობის განვითარებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ამასთან, მოამზადებს მენეჯერებს, რომლებიც უფრო წარმატებით შეძლებენ ქართული პროდუქციის გატანას ევროკავშირის და მსოფლიო სხვა ბაზრებზე.

 

აღსანიშნავია, რომ მენეჯერთა გადამზადების პროგრამით ბოლო სამი წლის განმავლობაში  56-მა მენეჯერმა გაიარა აღნიშნული ტრენინგი.

 

დეკლარაციაზე ხელმოწერამდე გენადი არველაძისა და ტომას ბარაისს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და აქტუალური საკითხები განიხილეს.

 

შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება საქართველოში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტისას მიღწეულ ეკონომიკური შინაარსის შეთანხმებებზე და მათი განხორციელების მნიშვნელობაზე. მათ შორის,  ხაზი გაესვა აღნიშნული ვიზიტის დროს საქართველოსა და გერმანიის პირველი პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ითვალისწინებს ყოველწლიურად ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შეხვედრას, რომელიც ეკონომიკის სამინისტროებს შორის მუდმივი დიალოგის ჩარჩო-ფორმატის ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა. აღინიშნა, რომ 2019 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს დელეგაცია ბიზნესმენთა წარმომადგენლობით ჯგუფთან ერთად ეწვევა.

 

შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner