logo_geo
eng_logo
საქართველოს საკონსულო იტალიაში გამგზავრების მსურველებს მოუწოდებს, თან იქონიონ ვიზალიბერალიზაციით მოთხოვნილი ყველა საჭირო საბუთი
- +

20 ოქტომბერი. 2018. 02:02

 

 

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო იტალიაში მოგზაურობის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თან იქონიონ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით მოთხოვნილი ყველა საჭირო საბუთი, – ამის შესახებ განცხადება საკონსულომ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

 

„მოგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში იტალიის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლის პირობებში, არაერთხელ დაფიქსირდა იტალიის ტერიტორიაზე იმ საქართველოს მოქალაქეების არშემოშვების ფაქტი, რომლებსაც სასაზღვრო შემოწმებისას წესრიგში არ ჰქონდათ კანონით მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

 

იტალიაში საქართველოს საკონსულოს, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნის საკონსულო სამსახურებს, არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ მესაზღვრის მიერ კანონიერად მოთხოვნილი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, ჩაერიოს მესაზღვრის კომპეტენციაში და შეცვალოს მისი გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის იტალიის ტერიტორიაზე შემოშვების მიზნით.

 

შევახსენებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აპირებს იტალიის რესპუბლიკაში მოგზაურობას, იქონიოს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით მოთხოვნილი ყველა საჭირო საბუთი“, – აღნიშნულია იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულოს განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner