logo_geo
eng_logo
რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს, სავარაუდოდ, 22 ოქტომბერს გაათავისუფლებენ
- +

20 ოქტომბერი. 2018. 17:22

 

რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს, სავარაუდოდ, 22 ოქტომბერს გაათავისუფლებენ, – ამის შესახებ პირველ არხს ოკამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა კობა ჩიტაშვილმა განუცხადა.

 

მისი თქმით, გატაცებულები სოფელ ოკამიდან იყვნენ, ისინი სოფელ ხვითიდან გაიტაცეს, სადაც, სავარაუდოდ, შეშისთვის გადავიდნენ.

 

როგორც გამგებელმა აღნიშნა, ერთ-ერთი დაკავებული თავად დაუკავშირდა ბიძაშვილს, რომელმაც ინფორმაცია გამგებელს მიაწოდა.

 

კობა ჩიტაშვილი აცხადებს, რომ დაკავებულების გათავისუფლებაზე შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ.

 

რუსმა სამხედროებმა სოფელ ოკამში მცხოვრები ორი პირი დღეს დააკავეს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner