logo_geo
eng_logo
საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 9 თვეში 974 827 ვიზიტორი ეწვია
- +

21 ოქტომბერი. 2018. 00:56

 

2018 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 974 827 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვიზიტორთა 52% ქართველია, ხოლო 48% - უცხოელი. ამის შესახებ „კომერსანტი“ წერს.

 

დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი უცხოელი ესტუმრა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან.

 

9 თვის მონაცემებით, ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიებია: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, ოკაცეს კანიონი, თბილისის ეროვნული პარკი

 

სექტემბერში დაცულ ტერიტორიებს ესტუმრა 153 783 ვიზიტორი რაც 2017 წლის სექტემბერთან შედარებით, 23%-ით მეტია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner