logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ყველა რაიონში, ყველა უბანში იქნება პარკირების განსხვავებული ტარიფი
- +

22 ოქტომბერი. 2018. 11:47

 

„ყველა რაიონში, ყველა უბანში იქნება პარკირების განსხვავებული ტარიფი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

როგორც კალაძემ აღნიშნა, ზონალური საათობრივი პარკირების სისტემა 2019 წლიდან რამდენიმე ცენტრალურ უბანში ამოქმედდება.

 

„ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. აქ ჩვენ რაღაც განსაკუთრებულს და ახალს არაფერს ვიგონებთ. უბრალოდ, საუკეთესო პრაქტიკა გადმოგვაქვს ევროპული ქვეყნებიდან, სადაც ამ ტიპის პროექტები არის განხორციელებული. თქვენ იცით, რომ როდესაც ჩვენ ოფიციალურად მოგვეცა უფლებამოსილების განხორციელების საშუალება, „სითი პარკთან“, რომელიც არღვევდა არსებულ ხელშეკრულებას და წინააღმდეგობაში მოდიოდა ყველაფერთან, ხელშეკრულება შევწყვიტეთ. დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანია ახორციელებს პარკირების მოწესრიგებას ქალაქის მასშტაბით. მომავალი წლიდან უკვე შემოგვაქვს ზონალური პარკირების სისტემა. ყველა რაიონში, ყველა უბანში იქნება განსხვავებული ტარიფები და მგონია, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა იმისთვის, რომ პარკირების სისტემა და ზოგადად პარკინგი იყოს მოწესრიგებული“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner