logo_geo
eng_logo
ქართველმა პარამკლავჭიდელებმა გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს
- +

22 ოქტომბერი. 2018. 12:03

ქართველმა პარამკლავჭიდელებმა გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ავრცელებს.

 

„მიმდინარე წლის 12-21 ოქტომბერს, ანტალიაში, თურქეთში, მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის ორგანიზებით, ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი პარამკლავჭიდში, რომელშიც მსოფლიოს 58 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის, ქართველი შშმპ სპორტსმენებიც იღებდნენ მონაწილეობას.

 

საქართველოს ეროვნულ შშმპ ფედერაციას წარმოადგენდნენ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები: ზვიად ხაჩიძე, თემურ დადიანი და აბესალომ ბუკია. პირველად ქართული პარამკლავჭიდის ისტორიაში, საქართველოს ნაკრებმა, გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა.

 

ვულოცავთ ქართველ სპორტსმენებს და საქართველოს შშმპ მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციას ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ!“ - ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner