logo_geo
eng_logo
ლევან გაჩეჩილაძე: ვაშაძის ბოდიში საპნის ბუშტია, კიდევ ერთი ტყუილია!
- +

8 ნოემბერი. 2018. 23:34

 

 

ლევან გაჩეჩილაძე გრიგოლ ვაშაძის მიერ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებასა და დოიჩე ველესთვის დღეს მიცემულ ინტერვიუს შორის სრულ შეუსაბამობას ხედავს. ერთში ის ბოდიშს იხდის 7 ნოემბრის გამო და იზიარებს ნაციონალების ხელისუფლების პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში მაშინ არ იყო, მეორეში კი აცხადებს, რომ გაპრეზიდენტებიდან ორ თვეში შეიწყალებს სააკაშვილს და მის თანამებრძოლებს.

 

„ბოდიშის მოხდას მაშინ აქვს ფასი, როდესაც მიაყოლებ იმას, რომ ეს ადამიანები უნდა ისხდნენ ციხეში, იმისთვის, რაც თავისი ქვეყნის და თავისი ხალხის წინაშე ჩაატარეს. ეს ბოდიში არაფერია, საპნის ბუშტია, კიდევ ერთი ტყუილია“, – აცხადებს გაჩეჩილაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner