აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) ინიციატივით, კლინიკაში ვეტერანებისათვის ტარდება საქველმოქმედო აქცია. კვალიფიციური ექიმი-ოფთალმოლოგები ვეტერანებს თვალის სნეულებათა უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებენ .
აქცია ჩატარდება 2019 წლის მარტამდე.
აქციაში მონაწილე ვეტერანებმა თან უნდა იქონიონ ვეტერანის მოწმობა.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N 29