logo_geo
eng_logo
პროკურატურამ სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს უმასპინძლა
- +

12 ნოემბერი. 2018. 19:00

 

 

საქართველოს მთავარ პროკურატურას სკოლის მოსწავლეები და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები სტუმრობდნენ. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული გაერთიანების“ მომართვის საფუძველზე განხორციელდა და მას 60-მდე მონაწილე ესწრებოდა.

 

შეხვედრის ფარგლებში, მსმენელებმა პრაქტიკოსი პროკურორებისგან მიიღეს ინფორმაცია პროკურატურის როლზე, ფუნქციებზე, პროკურორის პროფესიულ საქმიანობაზე, სტაჟირების სისტემაზე, პროკურატურაში დასაქმების შესაძლებლობასა და უპირატესობებზე. ასევე, გამომსვლელებმა მონაწილეებს გაუზიარეს გამოცდილება სასამართლო უნარ-ჩვევების გამომუშავების, დახვეწის, დამარწმუნებელი და არავერბალური კომუნიკაციის წარმართვის შესახებ. გააცნეს შესავალი, დასკვნითი სიტყვის, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის სპეციფიკა.  შეხვედრა ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა - მონაწილეებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე.

 

ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

 

ამ მიმართულებით პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და სტუდენტურ ორგანიზაციებთან. სისტემის მხრიდან, ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა და მიზნობრივი პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner