logo_geo
eng_logo
ზურა ყიფშიძე: პროფესიული თეატრები ქვეყნის სიამაყეა, ვაშაძე აბსოლუტური იდიოტია
- +

14 ნოემბერი. 2018. 12:54

 

 

მსახიობი ზურა ყიფშიძე გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში არსებული პროფესიული თეატრები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს.

 

„გრიგოლ ვაშაძე იტყოდა ასეთ რამეს… აბსოლუტური იდიოტია, რა იცის მაგან.

 

ყოველთვის ასე იყო, სახელმწიფოში არ არსებობს თეატრი, რომელიც სახელმწიფო დოტაციაზე არ იყო. ეს არის ქვეყნის სიამაყე ან საერთოდ როგორ შეიძლება, ვაშაძემ ილაპარაკოს ხელოვნებაზე.

 

ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ერთადერთი ბროდვეის თეატრია, რომელიც თავის თავს თვითონ ინახავს“, - განაცხადა ზურა ყიფშიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას პროფესიული თეატრების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 48 პროფესიული თეატრი, სადაც 80-იანი წლების დასაწყისიდან არავის შეუხედავს, ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს.

 

ცნობისათვის, სტუდენტებსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის შეხვედრა 2017 წლის 9 მარტს გაიმართა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner