logo_geo
eng_logo
თამარ გუდავა: მესამე სექტორის მიერ გაკეთებული განცხადებები უპასუხისმგებლოა
- +

21 ნოემბერი. 2018. 14:41

 

„საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამარ გუდავა მიიჩნევს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ფაქტების გარეშე, მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით  გაკეთებული განცხადებები, ხელისუფლების მიერ დაანონსებული ინიციატივის, ვალების განულების  მილიარდნახევრიანი აქციის საპირწონედ გაკეთდა,  რომლის  მასშტაბის და დადებითი მხარის გადაფარვა, ბუნებრივია, ამ ხერხით შეუძლებელია. 

 

„ჩვენ დავინახეთ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის უპასუხისმგებლო პოზიცია, როცა მათ სახელმწიფო  უწყება, ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვაში,  ვარაუდების და ეჭვების საფუძველზე დაადანაშაულეს. თუმცა,  როცა  სიმართლის დასადგენად  მათგან კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები მოითხოვეს,  გაირკვა, რომ არასამთავრობოებს ეს განცხადებები  არა მტკიცებით ფორმაში, არამედ   ვარაუდების საფუძველზე გაუკეთებიათ“, - განაცხადა თამარ გუდავამ.

 

მისი თქმით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ოპოზიციის მსგავსად,  მოგვევლინა როგორც მხარე, რომელიც   არჩევნებში მოსალოდნელი შედეგების არალეგიტიმურობაზე საუბრობს.

 

„ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს, ჩრდილს აყენებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს და ისედაც  რადიკალურად განწყობილ მხარეებს შორის, დაპირისპირებას და კონფლიქტს აღვივებს. ეს ხდება იმის პარალელურად, როცა პირველ ტურში,  ცნობილმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა დადებითად  შეაფასეს  საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და საარჩევნო გარემო“, - განაცხადა თამარ გუდავამ. 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner