logo_geo
eng_logo
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე „მშვიდობის კვლევის“ სამეცნიერო ცენტრი შეიქმნა
- +

21 ნოემბერი. 2018. 15:52

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ინიციატივითა და ძალისხმევით, უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა „მშვიდობის კვლევის“ სამეცნიერო ცენტრი, რომელიც იმუშავებს აფხაზეთის კვლევების,  საუნივერსიტეტო დიპლომატიის, კონფლიქტების და რეგიონული უსაფრთხოების მიმართულებებით.

 

სამეცნიერო-კვლევით ცენტრში წარმოდგენილნი არიან სხვადასხვა დარგის მეცნიერები, ექსპერტები და სპეციალისტები. 

 

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი დანიშნულებაა ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების მეცნიერულად შესწავლა და სამომავლო განვითარების პროგნოზირება. 

 

ცენტრი ითანამშრომლებს როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან და ინსტიტუტებთან, ფართო საზოგადოებასთან.

 

ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი, დიპლომატი თენგიზ ფხალაძე.

 

„მშვიდობის კვლევის“ სამეცნიერო ცენტრი დღეიდან აქტიურად შეუდგა მუშაობას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner