logo_geo
eng_logo
ვებგვერდზე - vali.ge მონაცემები განახლდა - ერთიან ბაზას „ვითიბი ბანკის“ მონაცემები დაემატა
- +

12 დეკემბერი. 2018. 16:31

 

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - vali.ge მონაცემები განახლდა - ერთიან ბაზას „ვითიბი ბანკის“  მონაცემები  დაემატა.

 

ამ დროისთვის ვებგვერდზე ატვირთულია ინფორმაცია 412 420 მსესხებლის,  695 644 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა  3 148 735 096 ლარია.

 

ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია 7 საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები:

  • სს „საქართველოს ბანკი“
  • სს „თიბისი ბანკი“
  • სს „ლიბერთი ბანკი“
  • სს „სილქ როუდ ბანკი“
  • სს „ხალიკ ბანკი საქართველო“
  • სს „იშბანკი საქართველო“
  • სს „ვითიბი ბანკი“

 

შეგახსენებთ, რომ ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა:

  • მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა;
  • დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა;
  • უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა.

 

აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება.

 

პარალელურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას კვლავ დაემატება განახლებული მონაცემები.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×