logo_geo
eng_logo
მარიამ ჯაში: მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის
- +

11 იანვარი. 2019. 17:07

 

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მამუკა ბახტაძის ინიციატივას ეხმიანება:

 

„მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის, რადგან ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრი შეძლებს უმნიშვნელოვანესი, ანტივირუსული მედიკამენტით უფასოდ სარგებლობას. თუ დღემდე „ტამიფლუ“ უფასოდ ორსულებს, სოციალურად დაუცველებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს მიეწოდებოდათ, 12 იანვრიდან ანტივირუსული მედიკამენტი, ექიმის დანიშნულებით ყველა პაციენტს უფასოდ გადაეცემა. „ტამიფლუს“ ფასი 70-დან 100 ლარამდე მერყეობდა, რაც გარკვეულ ფინანსურ ბარიერს ქმნიდა ჩვენი საზოგადოებისთვის. დღეიდან ეს ბარიერი მოხსნილია და, შესაბამისად, „ტამიფლუთი“ სარგებლობას შეძლებს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

 

დეპუტატი მოსახლეობას აიმედებს, რომ გრიპით კლინიკებში მიმართვიანობა ბოლო დღეებში იკლებს და, დიდი ალბათობით, ავადობის გავრცელება ეპიდემიის მასშტაბებს არ მიუახლოვდება.

 

„ეს გახლავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების ბოლოდროინდელი ანალიზი და ბუნებრივია, ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვაკვირდებით ჯანდაცვის უწყებისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებს. აქვე, მოსახლეობას მოვუწოდებ, მაქსიმალურად მიიღონ ზომები გრიპით დაავადების პროფილაქტიკისთვის, მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და გრიპის ვირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმს“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

 

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრიპის ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილი პაციენტების ოჯახებს უსამძიმრებს.

 

„მინდა დიდი მწუხარე გამოვთქვა გრიპის ვირუსით დაავადებული პაციენტების, თავად დაავადების გართულების გამო გამოწვეული გარდაცვალების გამო, მივუსამძიმრო თითოეული ადამიანის ოჯახს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner