logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ხელფასზე უარს ამბობს
- +

11 იანვარი. 2019. 17:21

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელფასზე უარს ამბობს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ მის საყოფაცხოვრებო ხარჯებს სრულად ჰყოფნის საფრანგეთში დანიშნული პენსია და სწორედ ამიტომ, იგი პრეზიდენტის ხელფასზე უარს ამბობს.

 

„ახალ ვითარებაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გაუქმებულია. ქველმოქმედების, ნოვაციის ხელშეწყობა აუცილებელია, პრეზიდენტი უნდა იყოს ერთგვარი მფარველი ამ ქმედებების. ამიტომ გადაწყვიტე, მოვძებნოთ ფორმა, რომ ჩემი ეგიდითა და საზოგადოებრივი პირების დახმარებით კერძო საწყისზე შეიქმნას ფონდი, სადაც მე პირველ რიგში გადავრიცხავ ჩემს ხელფასს. იმედი მაქვს, სხვებიც გამომყვებიან.

 

მე უკვე ვღებულობ დაგროვებით პენსიას საფრანგეთში, ამიტომ შემიძლია პრეზიდენტის სარგო მოვახმარო ამ საქმეებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner