logo_geo
eng_logo
TasteAtlas.com-ზე მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის პირველ ადგილზე ხაჭაპური დასახელდა
- +

11 იანვარი. 2019. 20:30

 

 

კულინარიულ ვებგვერდ TasteAtlas.com-ზე მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის პირველ ადგილზე ხაჭაპური დასახელდა.

 

ხაჭაპურმა ვებგვერდის მომხმარებელთა შეფასებით, 5-დან 5 ქულა მიიღო. რეიტინგში მეორე ადგილზე ბოსნიური კერძი ჩევაპი დასახელდა, რომელსაც ვებგვერდის მომხმარებლებმა 4.9 ქულა მიანიჭეს. 4.8 ქულით მესამე ადგილზე ნეოპოლიტანური პიცაა.

 

ხაჭაპურის შესახებ ვებგვერდზე წერია:

 

“ხაჭაპურის რამდენიმე ძირითადი ნაირსახეობა არსებობს, იმის მიუხედავად, რომ მისი თანამედროვე ვარიანტები მოცარელას და ფეტსაც შეიცავს, ყველაზე ტრადიციული ქართული ხაჭაპური იმერული ყველისგან ან სულგუნისგან მზადდება. ხაჭაპურის ორი ყველაზე პოპულარული ნაირსახეობა იმერული და აჭარული ხაჭაპურია. აჭარული ხაჭაპური იმერულისგან განსხვავებით ღიაა და მას თავზე კვერცხი აქვს დახლილი.”

 

იმის მიუხედავად, რომ ხაჭაპური ქართული კერძია, TasteAtlas.com-ზე მითითებულია, რომ საუკეთესო ხაჭაპურის დაგემოვნება მოსკოვისა და სოჭის რესტორნებში არის შესაძლებელი. რეიტინგში ქართული რესტორანი მხოლოდ მეოთხე ადგილიდან ჩნდება.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×