logo_geo
eng_logo
აღმოსავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება
- +

11 იანვარი. 2019. 23:45

 

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის (ე.წ. ვარკეთილის ხიდები) აღდგენა-რეკონსტრუქციის ფარგლებში, დღეს, 23:30 საათზე, აღმოსავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება.

 

ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით ნებადართული იქნება სავალი გზის საპირისპირო ზოლში.

 

„შეზღუდვა მიმდინარე წლის 13 იანვრამდე იმოქმედებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×