logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო მოქალაქეებს მიმართავს
- +

12 იანვარი. 2019. 01:37

 

 

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით სერ­გე­ენ­კო მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­მარ­თავს და მათ ურ­ჩევს, კონ­კრე­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ექიმს მი­მარ­თონ.

 

  • თუკი ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი გა­ცი­­ბის სიმპტო­მე­ბი იწყე­ბა სწრა­ფად, რამ­დე­ნი­მე სა­­თის გან­მავ­ლო­ბა­ში
  • ან ყვე­ლას­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლი გა­ცი­­ბის სიმპტო­მე­ბი იწყე­ბა უჩ­ვე­­ლოდ აგ­რე­სი­­ლად
  • თუკი ადა­მი­­ნი ამ­ბობს, რომ გავ­ცი­­ბულ­ვარ, თავი ად­რეც მტკი­­ბია, მაგ­რამ ასე არა­სო­დეს გავ­ცი­­ბულ­ვარ, ყელი მტკი­­ბია, ან ხვე­ლა მქო­ნია, თუმ­ცა ასე არა­სო­დეს, ეს მო­ცე­მუ­ლო­ბე­ბი არის ჩვე­ნე­ბა იმი­სათ­ვის, რომ ადა­მი­ან­მა კონ­სულ­ტა­ცი­ის­თვის მი­მარ­თოს ოჯა­ხის ექიმს
  • თუ ჩვე­ნი გა­ცი­­ბის სუ­რა­თი ვი­თარ­დე­ბა, ანუ ისე ავად არის, რო­გორც აქამ­დე, მაგ­რამ პლუს ადა­მი­­ნი არის კი­დევ სხვა და­­ვა­დე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი, ორ­სუ­ლი, მე­ლო­გი­ნე, ან ასა­კო­ვა­ნი, ესეც ჩვე­ნე­ბა არის იმის­თვის, რომ მი­მარ­თოს ოჯა­ხის ექიმს”, – გა­ნა­ცხა­და და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

 

 

ამას­თან, სერ­გე­ენ­კო ფარ­მა­კო­ლო­გი­ურ კომ­პა­ნი­ებს მი­მარ­თავს, გაზ­რდი­ლი ავა­დო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­მო­ი­ჩი­ნონ სო­ცი­ა­ლუ­რი, კორ­პო­რა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მზა­ო­ბა და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად პრე­პა­რატ „ტა­მიფ­ლუ­ზე“ ფა­სე­ბი და­წი­ონ.

 

 

ტა­მიფ­ლუსმწარ­მო­­ბე­ლი არის ერ­თა­დერ­თი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­­ში ყი­დის ამ პრე­პა­რატს. თუკი ვინ­მე ნა­ხუ­ლობს, რომ პა­ცი­ენ­ტის­თვის სა­ზღვარ­გა­რეთ უფრო იაფი ჯდე­ბა არა იმი­ტომ, რომ წა­მა­ლია იაფი, არა­მედ, ბევრ ქვე­ყა­ნა­ში სა­ხელ­მწი­ფო, სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვა ან კერ­ძო სა­და­ზღვე­ვო პა­კე­ტი უზ­რუნ­ველ­ყოფს თა­ნა­გა­დახ­დის ძა­ლი­ან მა­ღალ, თით­ქმის 90 პრო­ცენტს და ეს მცი­რე ფასი არის დარ­ჩე­ნი­ლი პრო­ცენ­ტი.

 

ჩვენ რა ფა­სა­დაც ვყი­დუ­ლობთ, მე არ მაქვს ახლა ამის გაჟ­ღე­რე­ბის უფ­ლე­ბა, რად­გან მე­­რე მხა­რემ ამის შე­სა­ხებ უნდა იცო­დეს. თუმ­ცა, მექ­ნე­ბა მი­მარ­თვა ფარ­მა­კო­ლო­გი­­რი კომ­პა­ნი­­ბი­სად­მი, რომ­ლე­ბიც ამ პრე­პა­რა­ტის დის­ტრი­ბუ­ცი­ას აკე­თე­ბენ, გა­ნი­ხი­ლონ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გაზ­რდი­ლი ავა­დო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­მო­­ჩი­ნონ სო­ცი­­ლუ­რი, კორ­პო­რა­ცი­­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მზა­­ბა და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ამ კონ­კრე­ტულ პრე­პა­რატ­ზე ფა­სე­ბი და­წი­ონ. ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბით, ამის რე­ზერ­ვი და რე­სურ­სი მათ აქვთ”, – გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

რაც შე­ე­ხე­ბა არა­ლე­გა­ლურ გა­და­ყიდ­ვებს და “შავ ბა­ზარ­ზე” პრე­პა­რა­ტის გა­ყიდ­ვას, და­ვით სერ­გე­ენ­კოს თქმით, ამის რის­კი ადრე იყო C ჰე­პა­ტი­ტის პირ­ვე­ლი გე­ნე­რა­ცი­ის წა­მალ­ზე და სპე­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვა ჰქონ­და სა­მი­ნის­ტროს, მაგ­რამ ახლა ამის სა­ჭი­რო­ე­ბა პრე­პა­რატ „ტა­მიფ­ლუს“ შემ­თხვე­ვა­ში არ არის.

“მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­მი­ნის­ტრო თა­ვი­სი მა­რა­გე­ბი­დან უფა­სოდ გას­ცემს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებ­ზე, ხან­დაზ­მუ­ლებ­ზე, ორ­სუ­ლებ­ზე და მე­ლო­გი­ნე­ებ­ზე პრე­პა­რატს, იმის რის­კი, რომ ადა­მი­ან­მა ეს პრე­პა­რა­ტი გა­მო­ი­ტა­ნოს და გა­და­ყი­დოს, მი­ზე­რუ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბა. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველს, რომ ექი­მი გა­მო­უ­წერს პრე­პა­რატს, წავა, გა­მო­ი­ტანს და გა­და­ყი­დის, ამის ალ­ბა­თო­ბა და­ბა­ლი მგო­ნია”, – გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯან­დაც­ვის უწყე­ბის რე­ზერ­ვი ხვალ 10 ათა­სი კო­ლო­ფი „ტა­მიფ­ლუ­თი“ შე­ივ­სე­ბა.

„ტა­მიფ­ლუ, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბა ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით უნდა მოხ­დეს და თვით­ნე­ბუ­რად მი­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ცალ­სა­ხა რე­კო­მენ­და­ცი­აა, მი­მარ­თონ ექიმს და მისი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით და­ი­წყონ მი­ღე­ბა თუკი ამის სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა. გრი­პის ავა­დო­ბის და­სა­წყი­სის­თვის ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობ­და 7 ათა­სი კო­ლო­ფის მა­რა­გი. გაზ­რდი­ლი ავა­დო­ბის დროს, რო­და­საც აფ­თი­ა­ქებ­ში 2-3 დღი­ა­ნი დე­ფი­ცი­ტი გაჩ­ნდა, ჩვენ გა­და­ვე­ცით 800 კო­ლო­ფი. ჩვენს მა­რა­გებ­ში გვქონ­და 3 ათას კო­ლოფ­ზე მეტი, რო­მე­ლიც 800 კო­ლო­ფამ­დე გა­ი­ცა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, და­ნარ­ჩე­ნი რჩე­ბა მა­რაგ­ში. მი­ვე­ცით შეკ­ვე­თა და ხვალ 10 ათა­სი კო­ლო­ფით ავ­სებს სა­მი­ნის­ტრო თა­ვის მა­რა­გებს. ეს არის სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სი, რომ ამ სე­ზონ­ზე გა­მოწ­ვე­ვებს ვუ­პა­სუ­ხოთ. რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლე­ბიც ავ­სე­ბენ მა­რაგს 3000 კო­ლო­ფით”, – გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

 

წყარო: newsmedia.ge

right_banner right_banner
არქივი
right_banner