logo_geo
eng_logo
აღმოსავლეთ საქართველოდან თბილისისკენ მოძრაობა შეზღუდულია
- +

12 იანვარი. 2019. 04:03

 

 

ე.წ. ვარკეთილის ხიდებზე სამუშაოების გამო, აღმოსავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

საავტომობილო მოძრაობის ნაწილობრივ შეზღუდვის მიზეზი კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის (ე.წ. ვარკეთილის ხიდები) სარეკონსტრუქციო სამუშაოებია.

 

ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით ნებადართული იქნება სავალი გზის საპირისპირო ზოლში.

 

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ შეზღუდვა 13 იანვრამდე იმოქმედებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner