logo_geo
eng_logo
მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე პროცესის დაწყებას ექსპერტი პოზიტიურ შესაფებას აძლევს
- +

12 იანვარი. 2019. 14:20

ექსპერტი გია ხუხაშვილი მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე პროცესის დაწყებას დადებითს უწოდებს.

 

„არ ვთხოვ ახლა კობახიძეს, რომ დღესვე რაღაც გამოეცხადებინა, ფაქტია პროცესი დაიწო და ეს არის კარგი. თუმცა რა კანონზე ლაპარაკობს ეს არის ძალიან ზოგადი. რას გულისხმობს, კონკრეტულად უნდა გვითხრას და რა კრიტერიუმები გვექნება. კარგია, რომ რაღაც პროცესი დაიწყო თუმცა უკუქცევითი ძალის კანონი ეს არის დასახელება, კი ბატონო გავიგეთ მაგრამ რა იგულისხმება ამაში ეს ხომ უნდა გვითხრას კანონში რა ეწერება ეს არის საინტერესო“, - განაცხადა ხუხაშვილმა „პირველთან“ საუბრისას.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა შეხვედრაზე ისაუბრეს, როგორ უნდა გაგრძელდეს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილია ხელისუფლების სამივე შტო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. კობახიძე აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უახლოეს მომავალში ჩაინიშნება.

 

ორგანული კანონი დაადგენს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს, კანონის ამ დებულებას ექნება უკუქცევითი ძალა და იუსტიციის სამინისტროს მიერ სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარმოდგენილი განახლებული სია.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×