logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: უნდა შემუშავდეს კრიტერიუმები, რითაც მოხდება მოსამართლეთა არჩევა
- +

12 იანვარი. 2019. 22:46

„უნდა შემუშავდეს კრიტერიუმები, რითაც მოხდება მოსამართლეთა არჩევა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ თემის კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, ყველა, ვისაც მოსამართლეობის სურვილი აქვს, უნდა აკმაყოფილებდეს ამ კრიტერიუმებს.

 

„ზოგადად, პრინციპებს და მიდგომებს მინდა ხაზი გავუსვა. რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ პარტიის თავმჯდომარის განცხადება, დღეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარესთან. ზოგადად, განცხადებები, რაც მოვისმინეთ, რაზეც პარტიის თავმჯდომარე საუბრობდა, ამას მივესალმები. რა თქმა უნდა, უნდა შემუშავდეს კრიტერიუმები, რითაც მოხდება მოსამართლეთა არჩევა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველა ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს, აკმაყოფილებდეს ამ კრიტერიუმებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისი თქმით, სასამართლოს რეფორმა განსახორციელებელია და „ქართული ოცნების“ თითოეული წევრისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

 

„მგონი, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ სასამართლოს რეპუტაცია არის უმნიშვნელოვანესი. რა თქმა უნდა, 2012 წლის მერე იყო წინ გადადგმული ნაბიჯები, არის მნიშვნელოვანი წინსვლა, თუმცა, თუ მკითხავთ, კმაყოფილი ვარ თუ არა, გიპასუხებთ – არა. თუ მკითხავთ, უკეთესია იმაზე, ვიდრე იყო 2012 წლამდე, გაცილებით უკეთესია და ამაზე მეტყველებს თუნდაც, გამოტანილი გადაწყვეტილებების სტატისტიკას რომ გადავხედოთ. ცხადია, არის ძალიან დიდი წინსვლა ამ მიმართულებით. თუმცა, რეფორმა განსახორციელებელია და ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის, პარტიის თავმჯდომარისთვის, „ქართული ოცნების“ თითოეული წევრისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ მივესალმები იმ განცხადებებს, იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენ ბოლო დღეებში მოვისმინეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×