logo_geo
eng_logo
დალია გრიბაუსკაიტემ სალომე ზურაბიშვილს დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა
- +

17 იანვარი. 2019. 17:06

 

ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თბილისში, დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა. განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

„პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ლიეტუველი ხალხის სახელით მიუსამძიმრა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს თბილისში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ამ ტრაგიკული შემთხვევის ფონზე, პრეზიდენტმა მსხვერპლთა ოჯახებსა და ახლობლებს სიძლიერე და სიმტკიცე უსურვა, ხოლო აფეთქების შედეგად დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება“, – ნათქვამია დალია გრიბაუსკაიტეს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner