logo_geo
eng_logo
სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართული პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება 1500 ლარიდან დაიწყება
- +

18 იანვარი. 2019. 14:31

 

 

 

სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართული პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება 1500 ლარიდან დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, პედაგოგების სახელფასო ანაზღაურების დეტალების შესახებ აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი, ხოლო მათი ანაზღაურება შემოდგომიდან გაიზრდება.

 

„ვმუშაობთ კვალიფიკაციის მოდულზე თავის ანაზღაურებასთან ერთად. აპრილში წარმოვადგენთ გეგმას სისტემით, კვალიფიკაციით და ანაზღაურებით. აპრილის ბოლომდე გვექნება სახელფასო პოლიტიკა, რომელიც წლევანდელი წლიდან დაიწყება და წლების განმავლობაში გაგრძელდება. მინიმალური ხელფასი პედაგოგის, რომელიც აქტიურად არის ჩართული სასკოლო პროცესში, 1500-ლარიდან დაიწყება. მაისში წარმოვადგენთ როგორ მიხდება, რა რაოდენობები იქნება, რომლის განხორციელებაც ამ წლის შემოდგომიდან დაიწყება“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×