logo_geo
eng_logo
ვახტანგ ჭარაია: ტრაგედიისგან თემის პოლიტიზება არ უნდა ხდებოდეს
- +

18 იანვარი. 2019. 17:18

 

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქების თემას თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ  ჭარაია  ეხმაურება.

 

ექსპერტის  შეფასებით, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქება ტრაგედიაა და მან მთელი ქვეყანა შეძრა. თუმცა, ტრაგედიისგან  თემის პოლიტიზება არ უნდა ხდებოდეს. მით უმეტეს, ამ საკითხის სახელმწიფოსა და „ყაზტრანსგაზს“ შორის დავის მორიგებასთან დაკავშირება სრული აბსურდია.

 

„როდესაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გათავისუფლდა სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული 100 მილიონამდე  დავალიანებისგან, იქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო არბიტრაჟში სს „ყაზატრანსგაზსა“ და საქართველოს შორის მიმდინარე დავის მორიგებით დასრულების შედეგადაც, „ყაზტრანსგაზი“ საქართველოს ბიუჯეტიდან დაახლოებით 500 მილიონ ლარს აღარ მოითხოვს.  შესაბამისად, ამ დავის მორიგებით, სახელმწიფომ დღევანდელი კურსით 500 მილიონი ლარის  ზარალი აიცილა, რაც  საქართველოს მოქალაქეებისთვის  სხვადასხვა ვალდებულების შესრულებას მოხმარდება“, - აცხადებს  ვახტანგ  ჭარაია.

 

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის განცხადებით, ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ აფეთქების კონკრეტულ მიზეზებზე, კონკრეტული რეგულაციების შემუშავებასა თუ არსებული რეგულაციების აღსრულების ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე, თუმცა სახელმწიფოსა და „ყაზტრანსგაზს“ შორის არსებული ფინანსური დავის შედეგების დაკავშირება დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან ჩვეულებრივი სპეკულაცია და სრული აბსურდია.

 

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებაზე მიმდინარეობს გამოძიება და დღეს შსს-მ ამ ფაქტზე 2 პირი უკვე  დააკავა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×