logo_geo
eng_logo
ზვიად გაბისონიას სამუშაო შეხვედრა ელჩის მოადგილესთან
- +

21 იანვარი. 2019. 13:50

21 იანვარს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ უმასპინძლა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილეს მიჰაელ ფაბრის. შეხვედრას დაესწრნენ ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევითი-საგანმანათლებლო პროგრამის 2018 წლის გამარჯვებულები და მათი ხელმძღვანელები.

 

სამუშაო შეხვედრის უმთავრესი მიზანი იყო ქართულ-გერმანული სამეცნიერო ურთიერთობის მიმოხილვა, თანამშრომლობის გაღრმავება და მხარდაჭერა. აღნიშნული ურთიერთობის მაგალითია ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევითი-საგანმანათლებლო პროგრამა. ღონისძიებაზე, ამ პროგრამის 2018 წლის გამარჯვებულებმა, წარადგინეს პრეზენტაციები თავიანთი პროექტების შესახებ.

 

ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროგრამის მიზანია, კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცეს, მსოფლიოში ცნობილი იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე ჩაატარონ კვლევები სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომებისათვის, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით.

 

ფონდისა და იულიხის 2018 წლის ერთობლივი საგრანტო პროგრამა გამოცხადდა თებერვალში. პროგრამის ფარგლებში,  ფონდისა და იულიხის მხარემ შეარჩია 4 სტუდენტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×