logo_geo
eng_logo
კახა ბექაური: უმკაცრესი რეაგირება იქნება, თუ ფასების შეთანხმების ნიშნები გამოვლინდება
- +

21 იანვარი. 2019. 17:35

 

 

 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური არ გამორიცხავს, რომ საკომუნიკაციო ბაზარზე მოქმედი კომპანიები შეთანხმებულად მოქმედებენ. ამის მიზეზად ბექაური კომპანიების მიერ მომსახურების ტარიფებზე თითქმის იდენტურ ცვლილებას ასახელებს.

 

„ბუნებრივია, კითხვა ჩნდება, ხომ არ არის ეს შეთანხმებული. ჩვენც გვაქვს ეს კითხვა და ლეგიტიმური კითხვაა. ამას ვებრძოდით ჩვენ ამდენი ხანი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შევცვალეთ დუოპოლია და განვახორციელეთ პროცესები, რომ მეტი კონკურენცია ყოფილიყო, რომ არ ყოფილიყო ფასების შეთანხმება და კარტელური შეთანხმებები. გვგონია, რომ ეს უკან ჩამოვიტოვეთ. უმკაცრესი რეაგირებები იქნება, თუ ამის ნიშნები გამოვლინდება“, - განაცხადა კახა ბექაურმა.

 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კომპანიებთან სამუშაო რეჟიმში მოლაპარაკებებს აანონსებს და იმედი აქვს, რომ ფასების ზრდა შეჩერდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×