logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: K2 კოეფიციენტის გაზრდის აკრძალვა უდავოდ პოზიტიური გადაწყვეტილებაა
- +

15 თებერვალი. 2019. 16:18

 

 

„თბილისში K2 კოეფიციენტის გაზრდის აკრძალვა უდავოდ პოზიტიური გადაწყვეტილებაა დედაქალაქის სასურველი იერსახის ჩამოყალიბებისათვის“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„წინა ხელისუფლების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებმა, კერძოდ კი გაზრდილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2 კოეფიციენტი) საფუძველზე გაცემულმა მშენებლობის ნებართვებმა, გამოიწვია თბილისის მუნიციპალიტეტში ქაოტური განაშენიანება. დღეს დავდექით იმ რეალობის წინაშე, სადაც ერთი და იმავე ტერიტორიაზე, უფრო კონკრეტულად კი, ერთსა და იმავე ფუნქციურ ზონაში, ზოგიერთ მიწის ნაკვეთზე K2 კოეფიციენტის გაზრდის გამო, შენდება სხვადასხვა სიდიდის შენობები, რაც დედაქალაქის ქაოტურ განაშენიანებას იწვევს.

 

ამდენად, ეს გადაწყვეტილება უდავოდ დროულია, ვინაიდან იგი სწორ და ერთგვაროვან განაშენიანებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა მდინარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner