logo_geo
eng_logo
ვახუშტის ხიდზე ხვალ მოძრაობა შეიზღუდება
- +

15 თებერვალი. 2019. 16:54

 

 

ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 თებერვალს, 14:00-დან 15:00 საათამდე, ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

 

„დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან  ვახუშტის ხიდის  გავლით,  სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×