logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი TBC-ზე: როდესაც გამოძიება დადებს შედეგებს, მაშინ მეც მექნება ჩემი პოლიტიკური აზრი
- +

15 თებერვალი. 2019. 19:55

 

 

იუსტიციის მინისტრმა,  თეა წულუკიანმა, ეროვნული ბანკის გადაწყვტილებაზე - TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ პირველი განცხადება გააკეთა.

 

„გამოძიებაში, რა თქმა უნდა, იუსტიციის მინისტრი არ და ვერ ერევა. პიროვნულად არც მაქვს სურვილი, რომ რაიმე მეტი ვიცოდე და ჩავერიო. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც პროკურატურის ორგანოები ახალი კონსტიტუციის შედეგად სრულად დამოუკიდებლები გახდნენ, შესწევთ უნარი, საგამოძიებო ორგანოებზე შესაბამისი ზედამხედველობა ისე განახორციელონ, რომ რომელიმე მხარის უფლებები არ დაირღვეს. პოლიტიკური შეფასებები ხანდახან აზიანებს გამოძიებას და რაკი არ ვიცი, რა არის გამოძიების სტრატეგია, თავს შევიკავებდი ამ თემაზე ნებისმიერი ტიპის წინასწარი კომენტარისგან. როდესაც გამოძიება დადებს შედეგებს, რა თქმა უნდა, მაშინ მეც მექნება ჩემი პოლიტიკური აზრი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×