logo_geo
eng_logo
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
- +

15 თებერვალი. 2019. 19:56

 

 

„ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 თებერვალს, კვირას, დილის 10:00-დან 12:00 საათამდე ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

„დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის“- წერია თბილისის მერიის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×