logo_geo
eng_logo
შშმ პირებისთვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილით არაუფლებამოსილი პირის მიერ სარგებლობა 50 ლარით დაჯარიმდება
- +

16 თებერვალი. 2019. 00:48

 

 

შშმ პირთათვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილით არაუფლებამოსილი პირის მიერ სარგებლობაზე ჯარიმის რაოდენობა იზრდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება 18 თებერვლის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

 

კანონპროექტის ინიციატორები რატი იონათამიშვილი, სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, დაჩი ბერაია და ცოტნე ზურაბიანი არიან.

კანონპროექტით, დედაქალაქის ტერიტორიაზე, ასევე თვითმმართველი ქალაქების ტერიტორიასა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ პარკირება გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ნაცვლად 10 ლარისა.

 

ამასთან, ცვლილებებით კონკრეტდება, რომ ჯარიმების ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, პირს საურავი 150 ლარის ოდენობით დაერიცხება. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზება განხორციელდება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner