logo_geo
eng_logo
ვახუშტის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ხვალ, 10:00-დან 12:00 საათამდე ორმხრივად შეიზღუდება
- +

16 თებერვალი. 2019. 23:27

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, ხვალ, დილის 10:00-დან 12:00 საათამდე, ვახუშტის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

 

ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 თებერვალს, კვირას, დილის 10:00-დან 12:00 საათამდე ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

 

დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×