logo_geo
eng_logo
ნატა ფერაძე: ძალიან გვახარებს ის გარემოება, რომ "მწვანე" თემები კვლავ რჩება აქტუალურად ამაზე ზრუნავენ
- +

19 თებერვალი. 2019. 20:41

 

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ახალ ინიციატივას, “მწვანე ხაზები” რომლის მიხედვითაც, საქართველოს მასშტაბით, ქალაქის სტატუსის მქონე ყველა დასახლებაში არსებული სკვერების, ბაღებისა თუ პარკების ტერიტორია კანონით იქნება დაცული, “პარტიზანი მებაღეების” ხელმძღვანელი, ნატა ფერაძე დადებითად აფასებს და წინადადებას საინტერესოს უწოდებს.

 

„ძალიან საინტერესო და მისაღები ინიციატივაა, ბევრი კარგი რაღაცის გაკეთება შეიძლება, ნიუანსები არ ვიცი და სიამოვნებით გავეცნობოდი დეტალებს, საკანონმდებლო დონეზე "მწვანე ხაზების" შემოღება არის ძალიან კარგი. თუმცა, ეს ყველაფერი ჯერჯერობით არის ინიციატივის დონეზე ამიტომ ჩვენთვისაც, დაინტერესებული პირებისთვის, მოსახლეობისთვის საინტერესო იქნებოდა პროცესისთვის თვალი-ყურის დევნება, რათა კანონმდებლობაში არ წარმოიშვას ისეთი ხარვეზები, რომლებიც შემდგომში მიუღებელი იქნება და პრობლემებს შექმნის. ზოგადად კი ძალიან გვახარებს ის გარემოება, რომ "მწვანე" თემები კვლავ რჩება აქტუალურად ამაზე ზრუნავენ", - განაცხადა ნატა ფერაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×