logo_geo
eng_logo
თბილისის მერი მოსახლეობის კითხვებს პასუხობს
- +

19 თებერვალი. 2019. 22:38

 

 

თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ერთად, მოსახლეობის კითხვებს პასუხობს. ვიდეო-დიალოგი სოციალური ქსელის საშუალებით იმართება.

 

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, დიალოგის დროს, მოსახლეობას ნებისმიერი კითხვის დასმის შესაძლებლობა აქვს.

 

„ენერგეტიკის მინისტრობის დროს, მოსახლეობასთან ასეთ ფორმატში კომუნიკაციის შესაძლებლობა გვქონდა. ჩემთვის ეს დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ვაფასებ თქვენს განწყობას და მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ დამიკარგავს. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, განხორციელებულ თუ განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით, ინფორმაცია მოგაწოდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

მისივე თქმით, მოსახლეობასთან მსგავსი კომუნიკაცია ერთჯერადი პროექტი არ იქნება და ის მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

„საქალაქო სამსახურის უფროსებთან და გამგებლებთანაც გექნებათ კომუნიკაცია. ისინი იქნებიან ვალდებული, თქვენს შეკითხვებს უპასუხონ. ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ეს კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ დიალოგის ფარგლებში, აქტუალური საკითხების შესახებ ინფორმაციას მომავალშიც მოგაწვდით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

კახა კალაძესთან ერთად, მოსახლეობის კითხვებს მერის ყველა მოადგილე პასუხობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner