logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: თბილისის მასშტაბით დაავადებული ხე-მცენარეების მკურნალობა წელს ფიტო-სანიტარიაში არსებული უახლოესი მეთოდების გამოყენებით დაიწყება
- +

20 თებერვალი. 2019. 00:36

 

 

თბილისის მასშტაბით დაავადებული ხე-მცენარეების მკურნალობა წელს ფიტო-სანიტარიაში არსებული უახლოესი მეთოდების გამოყენებითა  და დარგის უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციებით იგეგმება.

 

 

 

 გარემოს დამცველი  ნატა ფერაძის კითხვას თემაზე, თუ როდის და რა სქემით იგეგმება დედაქალაქში მცენარეების მკურნალობა,  მერის მოადგილე მაია ბითაძემ თბილისის მერიაში გამართული ვიდეო-დიალოგის მიმდინარეობისას უპასუხა.

 

 

მაია ბითაძის განმარტებით, მიმდინარე წელს მცენარეების შეწამვლის სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი უკვე დასრულებულია და   გამარჯვებული დღე დღეზე გამოვლინდება.

 

 

„ფიტო-სანიტარიის მიმართულებით დედაქალაქში ბევრი პრობლემა დაგვხვდა. მიდგომები  ფიტო-სანიტარიაში მედიცინის მსგავსად ვითარდება.  როგორც აღმოჩნდა,  მცენარეების მკურნალობის კუთხით ადრე გამოყენებული მეთოდები მოძველებულია და ნაკლებ ეფექტს იძლევა.  წელს  კი მცენარეების მკურნალობას ახალი მეთოდებით დავიწყებთ. გეგმიური შეწამვლის სამუშაოები გასულ წელსაც მიმდინარეობდა. მეორე გამოწვევა დაგვხვდა, ასევე,  წიწვოვან მცენარეებთან, ე. წ. შავ ფიჭვებთან დაკავშირებით.  სოკოვანი დაავადების გარდა  მათ,  დამატებით, აღმოაჩნდათ სხვა დაავადებაც,  ე. წ. „ტამიკუსი“, რომელიც არ ექვემდებარება განკურნებას.  ჩვენ ამ მიმართულებითაც წელს მასშტაბური ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი.

 

 პარტნიორები კი არიან ჩვენი უცხოელი ექსპერტები, რომლებთან თანამშრომლობასაც, ვფიქრობთ, მომავალში უფრო ინტენსიურად  განვახორციელებთ   და ფიტო-სანიტარიის მიმართულებას თბილისში  თანამედროვე რელსებზე დავაყენებთ“, -  განაცხადა მაია ბითაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner