logo_geo
eng_logo
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ახალი წევრები შეემატა
- +

20 თებერვალი. 2019. 11:45

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი არის მეცნიერების დაფინანსების ძირითადი და წამყვანი ეროვნული ორგანიზაცია.  ფონდი აქტიურად არის ჩართული მეცნიერების  რეფორმირების პროცესში.  ფონდისთვის პრიორიტეტულია საერთაშორისო სამეცნიერო წრეებთან თანამშრომლობა. ამ მიზნით, ფონდში შექმნილია საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები არიან გაერთიანებული.

 

2019 წლის თებერვალში ფონდმა გამოიყენა წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილება და საბჭოს შემადგენლობა გაზარდა თერთმეტ წევრამდე. არსებული მდგომარეობით საბჭოს შემადგენლობაში შედიოდნენ  როჯერ ქაშმორი - ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) ყოფილი დირექტორი (გაერთიანებული სამეფო), ნილ მაკფარლეინი - ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორი (გაერთიანებული სამეფო), მარტ საარმა - ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ყოფილი ვიცე-რეზიდენტი (ფინეთი), მზექალა შანიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ემერიტუსი (საქართველო), მელიტა კოვაჩევიჩი - ზაგრების უნივერსიტეტის პროფესორი (ხორვატია), ზაალ კოკაია - ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი,  პროფესორი (შვედეთი).

 

ფონდის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობას დაემატა ახალი წევრები: ტიციანო კამპორესი -  ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია CERN-ის CMS ექსპერიმენტის ხელმძღვანელი (შვეიცარია), ლუდოვიკო პორტეკორვო - ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია CERN-ის ATLAS-ის ექსპერიმენტის ტექნიკური კოორდინატორი (შვეიცარია),  სატოში მიჰარა - იაპონიის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი, მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაცია - KEK-ის ნაწილაკებისა და ატომების შემსწავლელი ინსტიტუტის სრული პროფესორი (იაპონია), მიხეილ ბატიაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, გია დვალი - მიუნჰენისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტების პროფესორი, მიუნჰენის მაქს პლანკის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი (აშშ, გერმანია).

 

საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო განახლებული შემადგენლობით შეიკრიბება მიმდინარე წლის 21 თებერვალს და განიხილავს ფონდის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სტრატეგიულ საკითხებს და საქართველოს მეცნიერთა საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციის გაძლიერების საკითხებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner